პირდაპირი ფრენების აღდგენის შემდეგ, ოკუპანტი ქვეყნიდან დღეს პირველი რეისი შესრულდება. სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკოსები რეისს საპროტესტო აქციით დახვდებიან. ისინი 12:00 საათზე რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბებიან და თბილისის აეროპორტის მიმართულებით ავტომობილებით მსვლელობას დაიწყებენ.აქციის მონაწილეებისთვის ოკუპანტ სახელმწიფოსთან ფრენების აღდგენა მიუღებელია.