ბათუმში „თიბისი ბანკის“ კრედიტ ოფიცრის დაჭრის ფაქტზე დაკავებულ ირაკლი შარაძეს ბათუმის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. დაკავებულის ადვოკატის ინფორმაციით, ბრალდებული და დაზარალებული წარსულში ერთმანეთს იცნობდნენ. მისი თქმით, მხარეებს შორის კონფლიქტი სამსახურს არ უკავშირდებოდა. როგორც ბრალდებულმა სასამართლოს განუცხადა, კრედიტ ოფიცრის მოკვლას არ გეგმავდა. დაკავებულის ადვოკატმა ბათუმის საქალაქო სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების სახითი ასი ათასი ლარი გირაო შესთავაზა, თუმცა აღნიშნული სასამართლომ არ გაითვალისწინა.