საქართველოს პარლამენტმა მინისტრის საათის ფორმატით ჯანდაცვის მინისტრს ზურაბ აზარაშვილს მოუსმინა. მოსმენა წლიური ანგარიშის წარდგენით დაიწყო, რა დროსაც მინისტრმა რამდენიმე მნიშვნელოვან ფაქტორზე, მათ შორის ჰოსპიტალური საავადმყოფების DRG მექანიზმის ამოქმედებაზე, მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების დაწესებასა და თურქული მედიკამენტების ბაზრის გახსნაზე გაამახვილა ყურადღება.