საფრანგეთის პარლამენტის ზედა პალატამ, სენატმა, 1932-1933 წლების მასობრივი შიმშილობა უკრაინაში, იგივე ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა. ჰოლოდომორის გენოციდად აღიარებას მარტში მხარი საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატამ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ისლანდიის დედაქლაქ რეიკიავში გამართულ ევროპის საბჭოს სამიტში მიიღო მონაწილოება. ვიდეომიმართვისას ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ევროპის ლიდერებსა და ევროპის საბჭოს წევრ სახელმწიფოებს. ზელენსკის შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ ევროპის საბჭომ „მშვიდობის უკრაინულ ფორმულას“ მხარი დაუჭირა.ვოლოდიმირ ზელენსკიმ გადაწყვეტილება სამართლიანობის აღდგენის მნიშვნელოვან ნაბიჯად შეაფასა. პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა სენატორებს, რომლებმაც რეზოლუცია მოამზადეს და მხარი დაუჭირეს. მისი თქმით, ევროპის ქვეყნებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ, რათა რუსეთის მხრიდან უკრაინელი ხალხის მასობრივი განადგურების მცდელობა შეწყდეს.