უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ისლანდიის დედაქლაქ რეიკიავში გამართულ ევროპის საბჭოს სამიტში მიიღო მონაწილოება. ვიდეომიმართვისას ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ევროპის ლიდერებსა და ევროპის საბჭოს წევრ სახელმწიფოებს. ზელენსკის შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ ევროპის საბჭომ „მშვიდობის უკრაინულ ფორმულას“ მხარი დაუჭირა.