საგამოძიებო სამსახურმა აპრილის თვეში უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვა- რეალიზაციის 33 ფაქტი გამოავლინა, რაზეც ბრალდებულის სახით პასუხისგებაში 29 პირი მიეცა, მათგან 10 პირი დაკავებულია. ამოღებულია სარეალიზაციოდ განკუთვნილი სხვადასხვა დასახელების, 86 ათასზე მეტი კოლოფი უაქციზო სიგარეტი, რომლის საერთო საბაზრო ღირებულება 422 000 ლარს აღემატება.