ოჯახის სიწმინდის დღის აღსანიშნავად სასულიერო პირებმა სამების ტაძარში სამადლობელო პარაკლის გადაიხადეს.
მანამდე, მორწმუნეებმა საზეიმო მსვლელობა-ლიტანიობა ქაშვეთის ტაძრიდან ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრამდე გამართეს.
აგრეთვე, ამ დღის აღსანიშნავად საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, მეუფე შიომ ქაშვეთის ტაძრის ეზოში დოქსოლოგია აღასრულა. ასევე, მეუფე შიომ სამების ტაძარში იქადაგა.
ცნობისთვის, 17 მაისი ოჯახის სიწმინდის დღედ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა 2014 წელს გამოაცხადა.