ტერორისტული ორგანიზაციის „ისლამური სახელმწიფოს“ მხარდაჭერის ბრალდებით დაკავებული 6 პირის საქმეს „გრიფით საიდუმლო“ დაედო. ადვოკატ იოსებ ნატროშვილის განცხადებით, დაკავებულები აზერბაიჯანელები არიან. რა ვითარებაში აიყვანეს ისინი და რა მტკიცებულებებია მათ წინააღმდეგ ამოღებული, ჯერჯერობით უცნობია.