ისლანდიაში, ევროპის საბჭოს მე-4 სამიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი, ესპანელ კოლეგას შეხვდა. მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობაზე როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატებში. საუბარი შეეხო ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს, ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების მიმდინარეობას და საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიღების მნიშვნელობას.