პარტია "საქართველოსთვის" ოფიციალურად მიმართავს პარლამენტის აპარატს, გასაჯაროვდეს მათი დეპუტატების მიერ იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრების ფარული კენჭისყრისას დაფიქსირებული ხმები. პარტია ანალოგიურისკენ მოუწოდებს სხვა ოპოზიციურ პარტიებსაც. პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოში სამი არამოსამართლე წევრი აირჩია. აღნიშნულს დარბაზში ხმაური მოჰყვა, ოპოზიციის ნაწილმა სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა. ამბობენ, რომ შეთანხმებულები იყვნენ ქართული ოცნების ფავორიტი კანდიდატებისთვის მახარი არ დაეჭირათ. თუმცა კენჭისყრის შედეგები აჩვენებს, რომ არჩეულ კანდიდატებს ხმა ოპოზიციონერმა დეპუტატებმაც მისცეს.