საფრანგეთის სასამართლომ კორუფციის საქმეზე ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის აპელაცია არ დააკმაყოფილა. სარკოზის სამწლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი, თუმცა, ციხეში ყოფნის ნაცვლად, ელექტრონული სამაჯურის ტარება შეუძლია. სასამართლომ ყოფილი პრეზიდენტის საჯარო თანამდებობაზე ყოფნის აკრძალვა და პირობითი პატიმრობა ძალაში დატოვა. სარკოზი 2021 წელს გაასამართლეს. საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტს ბრალი მის პარტიაში სავარაუდო ფინანსური დარღვევის ფაქტების გამოძიების შესახებ ინფორმაციის სანაცვლოდ მოსამართლის მოსყიდვისთვის ედებოდა. პროკურატურის საქმე სარკოზისა და მისი ყოფილი ადვოკატის, ტიერი ჰერცოგის საუბრებს ეყრდნობოდა.