უნგრეთის მთავრობის პრესსპიკერი, ზოლთან კოვაჩი აცხადებს, რომ კიევისთვის იარაღის მიწოდების გამო, ევროკავშირი და ნატო რეალურად უკრაინის ომის მხარეები გახდნენ. პრესსპიკერი სტატიას აქვეყნებს, სათაურით „ევროკავშირი და ნატო უკრაინის ომის დე ფაქტო მხარეები გახდნენ“. სტატიაში მას მაგალითად მოჰყავს უნგრეთის მთავრობასთან დაახლოებული ორგანიზაციის კვლევის შედეგები, რომელიც ევროკავშირის მიერ სამხედრო აღჭურვილობის დაფინანსებას ამტკიცებს. კოვაჩი ასევე არასწორად მიიჩნევს ევროპის ფონდიდან უკრაინაში იარაღის გადაცემის დაფინანსებას და აცხადებს, რომ ეს ევროპის პოზიციას, მის ტერიტორიაზე მშვიდობის შენარჩუნებაზე ძირს უთხრის.