ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი თურქეთში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს. ბორელმა თურქეთს მოუწოდა, რომ დამკვირვებელთა შენიშვნებზე რეაგირება მოახდინოს. დამკვირვებლების ანგარიშში ნათქვამია, რომ თურქეთის არჩევნები მოქმედი ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის დაუსაბუთებელი უპირატესობითა და ოპოზიციაზე ზეწოლით წარიმართა. ანგარიშში ასევე ხაზგასმულია, რომ არჩევნები კონკურენტუნარიანი იყო.