ოკუპანტი ქვეყნის თავდასხმები უკრაინაზე გრძელდება. უკრაინის გენშტაბის ცნობით, ბოლო 24 საათში რუსულმა ძალებმა 31 სარაკეტო და 57 საჰაერო იერიში მიიტანეს. ასევე ზალპური სისტემებიდან 96-ჯერ გახსნეს ცეცხლი. ოკუპანტებმა ქალაქ მიკოლაივში „კალიბრის“ ტიპის რაკეტებით სამოქალაქო ინფრასტრუქტურა და უკრაინული ჯარების პოზიციები დაბომბეს. თავდასხმების შედეგად, მშვიდობიანი მოქალაქეები დაიღუპნენ და დაშავდნენ. ასევე განადგურდა კერძო საცხოვრებელი სახლები, საავადმყოფო და სხვა სამოქალაქო ნაგებობები. ასევე დიდია მტრის დანაკარგებიც, უკრაინულმა თავდაცვამ რაკეტებოს დიდი ნაწილი გაანადგურა. გარდა ამისა, უკრაინამ მტრის ცოცხალი ძალისა და იარაღის კონცენტრაციის ადგილებზე შეტევა წარმატებით წარმართა.