სტუდია Fumi-ის Mouse დისნეის ძველი ანიმაციიდან იღებს ინსპირაციას — აქ მიკი მაუსი დეტექტივია, რომელიც თაგვების კრიმინალური დაჯგუფების წინააღმდეგ იბრძვის. საინტერესოა ისიც, რომ თამაშში მიკის Mouse Ka Tool-ის მსგავსად, Fantastic-o-Matic-ის იარაღების განახლების სისტემას მიიღებთ. თავის მხრივ, ეს უკანასკნელი განსხვავებული უნარების დახვეწის საშუალებას მოგცემთ, იმისდა მიხედვით, თუ როგორ გსურთ თამაში.
აქ ანიმაციის სტილიც შენარჩუნებულია, რაც სახალისო გამოცდილებას გთავაზობთ. მტრებიც კი ისე ნადგურდებიან, როგორც მულტფილმში, შოკირებული სახეებით ფერფლად იქცევიან… თუმცა მიკით შთაგონებული პერსონაჟები ნამდვილად საშიშად გამოიყურებიან — თანაც, იარაღებით გადაადგილდებიან. ამგვარად კი, ჩვენი საყვარელი მიკი მაუსისგან დიდად განსხვავდებიან. თუ კარგად დააკვირდებით, მხოლოდ სახის ფორმა და ხელთათმანებია მსგავსი…
რაც შეეხება თამაშის გამოშვების თარიღს, როგორც ამბობენ, მალე გახდება ცნობილი…