საფრანგეთის პროფესიონალ ფეხბურთელთა ეროვნული კავშირი (UNFP) 2022/23 წლების სეზონს აჯამებს და საუკეთესო მოთამაშეებს გამოავლენს სხვადასხვა პოზიციის მიხედვით, როგორც ლიგა 1-ში, ისე ლიგა 2-ში.
ლიგა 2-ის საუკეთესო ფეხბურთელობის შანსი აქვს მეცის თავდამსხმელ გიორგი მიქაუტაძეს, რომელიც 5 ნომინანტს შორის მოხვდა. 22 წლის ქართველის კონკურენტები არიან: ჟან-ფილიპ კრასო (სენტ-ეტიენი), ჯოშ მაჯა (ბორდო), ვიქტორ ლეხალი (ლე ჰავრი) და ნილს ნკუნკუ (სენტ-ეტიენი). გამარჯვებულს კონკრეტულად ორგანიზაცია დაასახელებს, გამოკითხვის გარეშე.
თამამად შეიძლება ითქვას, რომ მიქაუტაძე გამარჯვების ფავორიტია, რადგან საოცარი სეზონი აქვს. მან ამ დროისთვის ლიგა 2-ის 34 მატჩში 22 გოლი გაიტანა და ბომბარდირებში პირველ ადგილზეა, გარდა ამისა, 8-ჯერ საგოლე პასი გააკეთა.
სხვათა შორის, ეს საფრანგეთში პრესტიჟული ჯილდოა. მაგალითად, ლიგა 1-ში ზედიზედ 3-ჯერ საუკეთესოდ კილიან მბაპე დაასახელეს. ლიგა 2-ში კი ბოლოს ტულუზას ფეხბურთელმა ბრანკო ვან დენ ბუმენმა მოიგო, ხოლო 2021 წელს ეს ჯილდო ამინე ადლის ერგო, რომელიც ახლა ლევერკუზენში თამაშობს. თავის დროზე ეს ჯილდო მოგებული აქვთ ბაკარი კონეს (2005 წელი), გილლუამ ოაროს (2008) და ოლივიე ჟირუს (2010).