გასულ 24 საათში, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ტერიტორიაზე 31 სარაკეტო და 57 საავიაციო დარტყმა განახორციელეს. გენშტაბის ცნობით, დაიბომბა ქალაქების - კონსტანტინოვკის და ნიკოლაევის სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. დარტყმებისთვის რუსეთმა ბალისტიკური რაკეტები გამოიყენა. საბრძოლო მოქმედებების ეპიცენტრში რჩებიან ბახმუტი და მარინკა. გენერალური შტაბის ინფორმაციით, მძიმე ბრძოლა გრძელდება ქალაქ ბახმუტისთვის.