პარლამენტი ცესკოს წევრობისა და თავმჯდომარეობის კანდიდატების არჩევის წესში ცვლილებებს პლენარულ სხდომაზე დღეს განიხილავს. ცვლილებებით, ცესკოს თავმჯდომარისა და ცესკოს წევრების კანდიდატურებს პარლამენტს, პარლამენტის თავმჯდომარე წარუდგენს. კანონპროექტს ოპოზიცია აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ცვლილებები 2024 წლის არჩევნების გაყალბებისთვის იგეგმება.