ევროპის საბჭოს სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურების სამიტისადმი ჩვენი მთავარი გზავნილია, რომ საქართველო და ქართველი ხალხი იმსახურებს კანდიდატის სტატუსს -განცხადება პრემიერმა რეიკიავიკში გააკეთა, სადაც ევროპის საბჭოს სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურების სამიტი იმართება. ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ საუბარი იქნება იმ გამოწვევებზე, რომლებიც მთელი ევროპის კონტინენტზეა შექმნილი.