რუსეთ საქართველოს შორის პირდაპირი ავია მიმოსვლის ამოქმედების საკითხი პოლიტიკურ სპექტრში კვლავ განხილვის საგანია. ხელისუფლების წარმომადგენლები რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენის გადაწყვეტილებაში პრობლემას ვერ ხედავენ, თუმცა მათი ოპონენტები გადაწყვეტილებას აკრიტიკებენ და ამბობენ, რომ რუსეთთან ფრენების აღდგენა ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს აზიანებს. გადაწყვეტილებას ევროკავშირის საგარეო სამსახურის პრესსპიკერი პიტერ სტანოც გამოეხმაურა. რა შეფასებები კეთდება საკითხზე.