რუსეთის ტურების ოპერატორების ასოციაცია არ გამორიცხავს, რომ ფრენების აღდგენის შემდეგ საქართველოში რუსეთიდან ავტობუსების ტურები განახლდეს. რუსული მედიის ცნობით, თუ რუსეთსა და საქართველოს შორის საკმარისი რაოდენობის ავიარეისები შესრულდება, არსებული შეზღუდვები მოიხსნება და ტურიზმის სატრანზიტო მიმართულებები განვითარდება, საქართველოში 1 მილიონი რუსი ტურისტი ჩავა.