სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა 3 სამართალდამცავი ძალადობრივ დანაშაულში ამხილა. ბრალდებულებიდან ერთი დაცვის პოლიციის თანამშრომელი იყო, რომელმაც მოქალაქეზე ფიზიკურად იძალადა. მეორე ბრალდებული საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომელია, რომელმაც ყოფილ მეუღლეზე იძალადა. ქალზე ძალადობას ედავებიან მესამე ბრალდებულს, რომელიც თავდაცვის სამინისტროში მსახურობდა.