პარტია „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია, 19 მაისს, მსვლელობას აანონსებს და ამბობს, რომ ის თანამოაზრეებთან ერთად, ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილების გასაპროტესტებლად კოლონით თბილისის საერთაშორისო აეროპორტისკენ გაემართება. რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება ოპოზიციისთვის მიუღებელია. ხელისუფლების წარკომადგენლები კი ამბობენ, რომ ის ადამიანები, რომლებიც გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რეალობას არიან აცდენილები.