ცესკო-ში დაგეგმილ ცვილებებს ქართულ პოლიტიკურ სივრცესი შეფასებები მოჰყვა. ოპოზიციონერი დეპუტატები აცხადებენ, რომ „ქართული ოცნების“ მიზანია ცესკოსთვის ისეთი თავჯდომარის არჩევა, რომელიც ხელისუფლების განკარგულებებს კარგად შეასრულებს. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ საქართველოში არჩევნებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ატარებს და ცესკო მხოლოდ გამომცხადებლის ფუნცქციას ასრულებს. მათი შეფასებით, მმართველი პარტია ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ პრეზიდენტის უფლებამოსილება ცესკოშიც შეამციროს, რადგან ხელისუფოების მიზანია ცესკოს უზურპაცია.