პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრას მმართველი გუნდის წევრების გარდა, საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებიც ესწრებიან. მათ შორის არიან ის დეპუტატებიც, ვინც სამუშაო ჯგუფების მუშაობაში აქამდე არ მონაწილეობდა. მამუკა მდინარაძე ოპოზიციას 24 საათი აძლევს იმისთვის, რომ იუსტიციის უმაღლესო საბჭოს არამოსამართლე წევრები დაასახელონ.