თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ ის პატივს სცემს ხალხის გამოხატულ ნებას. როგორც ერდოღანმა აღნიშნა, განურჩევლად შედეგებისა, 14 მაისის არჩევნებში თურქეთის დემოკრატიამ და თურქმა ერმა გაიმარჯვა. ორშაბათს თურქეთის საარჩევნო კომისიამ განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 28 მაისს გაიმართება, ვინაიდან ვერცერთმა კანდიდატმა შეძლო ხმების 50%-ზე მეტის მოპოვება.