საგამოძიებო სამსახურმა ქრთამის აღების ფაქტებზე ეროვნული სატყეო სააგენტოს ორი თანამშრომელი დააკავა. ბრალდებულებმა, სატყეო უბნებიდან მიწის ნაყოფიერი ფენის უნებართვოდ მოპოვებისა და გამოტანის სანაცვლოდ, მოქალაქეებს ქრთამი მოსთხოვეს. დანაშაული 6-დან 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.