პოლ უოკერის შვილი, მოდელი მედოუ უოკერი Fast X-ში გამოჩნდება. ამის შესახებ საზოგადოებას მედოუმ შეატყობინა. მან ინსტაგრამზე პოსტი გამოაქვეყნა და ფილმიდან კადრიც დაურთო. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
„Fast & Furious-ის პირველი ფილმი რომ გამოვიდა, მე ერთი წლის ვიყავი. გადასაღებ მოედანზე გავიზარდე, სადაც მამას, ვინს, ჯორდანას, კრისს და სხვა მსახიობებს ვუყურებდი. მამას წყალობით, Fast & Furious-ის დიდ ოჯახში დავიბადე", - წერს მედოუ.
შეგახსენებთ, რომ მედოუს მამა და ფორსაჟის ფილმების სერიის ლეგენდა, პოლ უოკერი 2013 წელს დაიღუპა ავტოავარიაში. Fast X-იც ფორსაჟის ფილმების სერიის ნაწილია, რომელშიც ვინ დიზელთან ერთად ჯეისონ მომოა, ბრი ლარსონი, რიტა მორენო, შარლიზ ტერონი და სხვები სისწრაფითა და დაძაბულობით სავსე თავგადასავალს შემოგვთავაზებენ.