თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების თითქმის 100%-ის დათვლის შემდეგ, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ხმების 49.5 პროცენტი მიიღო, მისმა კონკურენტმა, ქემალ ქილიჩ დაროღლუმ კი - 45%-ზე ნაკლები. წინასწარ შედეგებზე არჩევნების ორივე მთავარმა კანდიდატმა ისაუბრეს. ერდოღანმა იმედი გამოთქვა, რომ არჩევნების შედეგი რეგიონსა და მთელ მსოფლიოში ხელს შეუწყობს მშვიდობას, სამართლიანობასა და სტაბილურობას. მისი ოპონენტი კი აღნიშნავს, რომ არჩევნებში გაიმარჯვებს.