დიდი ბრიტანეთი უკრაინას შორ მანძილზე მოქმედ ასობით დამრტყმელ დრონს გაუგზავნის. დრონების მოქმედების რადიუსი 200 კმ-ზე მეტს შეადგენს. აღნიშნული დახმარების მიწოდება უახლოეს თვეებში განხორციელდება. გაერთიანებულ სამეფოში ვიზიტით იმყოფება უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი. დღეს ის ბრიტანეთის მთავრობის ლიდერს, რიში სუნაკს შეხვდება. ზელენსკი აღნიშნავს, რომ გაერთიანებული სამეფო უკრაინის ერთ-ერთი მთავარი პარტნიორია. მისივე თქმით, რიში სუნაკთან პირისპირ შეხვედრის გარდა, ასევე არსებითი მოლაპარაკებები დელეგაციებთან ერთადაც გაიმართება.