„ნაციონალური მოძრაობის“ შიდაპარტიული საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ლანა ღვინჯილიას განცხადებით, პარტიაში ორგანიზაციის თავმჯდომარეებისთვის ამომრჩეველთა რეგისტრაცია დასრულდა. მისივე თქმით, ხუთ საარჩევნო ოლქში აღნიშნულ არჩევნებში მონაწილეობის სურვილი 9543-მა პირმა გამოთქვა.
წალენჯიხის, წყალტუბოს, ქუთაისის, მარნეულისა და ახალქალაქის საარჩევნო ოლქებში ამომრჩეველთა რეგისტრაცია, როგორც ელექტრონული, ისე არაელექტრონული ფორმით მიმდინარეობდა.