უკრაინელმა სამხედროებმა ბახმუტთან 10-ზე მეტი პოზიცია დაიბრუნეს. ქვეყნის გენშტაბის ცნობით, ოკუპანტები აგრძელებენ იერიშებს, დასახლებულ პუნქტებზე. დონეცკში 3 ადამიანი დაშავდა, ზაპოროჟიას ოლქში კი დაიღუპა 1 და დაშავდა 5 ადამიანი, მათ შორის 7 წლის ბავშვი. ერთი მამაკაცის სიცოცხლე შეეწირა საარტილერიო თავდასხმას ხერსონში.