ინგლისის პრემიერლიგის 36-ე ტურში ლონდონის „არსენალის“ საჩემპიონო შანსები მნიშვნელოვნად შემცირდა. მანჩესტერ სიტი კი ძალიან ახლოს არის მომდევნო ტიტულის გაფორმებასთან.
ლონდონში მიკელ არტეტას არსენალმა ბრაიტონს უმასპინძლა, გუნდს, რომელიც მიმდინარე სეზონში შესანიშნავად გამოიყურება და უკვე არაერთი გუნდი გაამწარა. დე ძერბის ფეხბურთელები ევროზონაში მოსახვედრად იბრძვიან და ეს მატჩი მათთვისაც მნიშვნელოვანი იყო. შეხვედრის პირველი ნახევარი უგოლოდ დასრულდა, მეორე ტაიმის დასაწყისში კი, 51-ე წუთზე „ბრაიტონი“ ხულიო ენსისოს გოლით დაწინაურდა. საჯარიმოში შესვლის შემდეგ, პერვის ესტუპინიანმა მეორე მცდელობის შედეგად ზუსტი პასი გააკეთა, ხოლო პარაგვაელმა ფეხბურთელმა ახლოდან გაიტანა. მეორე გოლი ლონდონელთა კარში უნდავის ანგარიშზეა. "მეთოფეებს" მესამე გოლი ესტუპინიანმა გაუტანა და საბოლოო ანგარიში, 3:0 დააფიქსირა.
მანჩესტერ სიტი 85 ქულით პრემიერლიგის სატურნირო ცხრილის სათავეშია, გვარდიოლას გუნდი 4 ქულით უსწრებს არსენალს და 1 თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული. შემდეგ ტურში, 21 მაისს "ქალაქელები" ჩელსის უმასპინძლებენ, "მეთოფეები" კი, ნოთინგემს ესტუმრებიან.