სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ მიხეილ სააკაშვილის პოზიცია ცნობილია - ექსპრეზიდენტის დედის, გიული ალსანიას თქმით, სააკაშვილი დარწმუნებული არ ყოფილა რომ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლო დროებით ღონისძიებას გამოიყენებდა და მას სასჯელს გადაუვადებდა. ალასანიას თქმით, მიხეილ სააკაშვილს ისევ სურს რომ მისი უცხოეთში გადაყვანის საკითხზე დაცვის მხარემ ევროსასამართლოში ბრძოლა გააგრძელოს, რადგან საბოლოო განაჩენი საქმეზე გამოცხადებული არაა.