სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიერ სააკაშვილის საქმეზე გამოტანილი განაჩენი ისევ პოლიტიკური შეფასებების საგანია. მმართველი პარტია ფიქრობს, რომ სასამართლოს მიერ დროებითი ღონისძიების გამოყენებაზე უარი თქმა არის დასტური, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ქვეყნის შიგნითვე მისთვის საჭირო ყველა სამედიცინო მომსახურებას იღებს. გამოტანილი განაჩენის მიუხედავად, სასამართლოს საბალოო განაჩენის მოლოდინშია ოპოზიცია. ამობენ, რომ სააკაშვილის უფლებების დარღვევის საკითხს სასამართლო უახლოეს პერიოდში შეისწვალის. შეგახსენებთ, რომ 12 მაისს საქართველოს იუსტიციის სამიონისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სტრასბურგის სასამართლომ უარი უთხრა მიხეილ სააკაშვილს დროებით ღონისძიებად ვარშავაში სამკურნალოდ გადაყვანაზე.