უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გერმანიას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
“ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ და მშვიდობას დავაბრუნებთ ევროპაში”, - დაწერა ზელენსკიმ გერმანიის პრეზიდენტის, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის სტუმრის წიგნში.
შტაინმაიერთან შეხვედრის შემდეგ, ზელენსკი გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს ხვდება.