გერმანიის რეკონსტრუქციისა და საკრედიტო ბანკის აღმასრულებელი საბჭოს წევრებმა, დაცული ტერიტორიების სააგენტოს წარმომადგენლებთან გამართულ სამუშაო შეხვედრაზე, მიმდინარე ერთობლივი პროექტები და სამომავლო პერსპექტივები განიხილეს. შეხვედრას გერმანიის ელჩი საქართველოში ერნესტ პიტერ ფიშერი ესწრებოდა. მხარეების თანამშრომლობის ფარგლებში, მომდევნო 6 წლის განმავლობაში, დაცული ტერიტორიების სააგენტო დაცული ტერიტორიების შექმნისა და გაფართოების ხელშეწყობისთვის 16,250 მილიონ ევროს მიიღებს. სამუშაო შეხვედრაზე, მხარეებმა, ასევე, განიხილეს დაცული ტერიტორიების სააგენტოს, კავკასიის ბუნების ფონდისა და ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის საქართველოში მიმდინარე პროექტები.