სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი ყვარლისა და ლაგოდეხის სოფლების მოსახლეობას შეხვდა და კახეთის რეგიონში ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანია გახსნა. მინისტრმა შეკრებილ საზოგადოებას სამკვირიანი, მრავალკომპონენტიანი კამპანიის მიზნები გააცნო. თეა ახვლედიანმა აღნიშნა, რომ კამპანიის ფარგლებში მოსახლეობას შესაძლებლობა ექნება ინფორმაცია მიიღოს განათლების, სახელმწიფო ენის შესწავლის, ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის, სოციალური და ეკონომიკური მიმართულების სახელმწიფო პროგრამებისა და სერვისების, ხელისუფლების მიერ დაწესებული მხარდამჭერი აქტივობების, შეღავათებისა და უფასო იურიდიული დახმარების შესახებ.