"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერს მელიას ეს განცხადება სახელისუფლებო პარტიის წარმომადგენლის განცხადებას აგონებს. ხაბეიშვილმა ბრიფინგზე უპასუხა ჟურნალისტის კითხვას - თუ რა პოზიცია აქვს იმაზე, რომ მელია პარტიაში, ზურაბ ადეიშვილის, დავით კეზერაშვილისა და ვანო მერაბიშვილის გავლენებზე საუბრობს. ხაბეიშვილი პასუხობს, რომ მისი ოპონენტები იმდენად ხელმოცარულები არიან, რომ პარტიის შექმნა სურთ, თუმცა ამასაც ვერ აკეთებენ.