პაკისტანში კორუფციის ბრალდებით დაპატიმრებულ ყოფილ პრემიერ-მინისტრს, იმრან ხანს, გირაოს სანაცვლოდ პატიმრობიდან გაათავისუფლებენ. უზენაესმა სასამართლომ იმრან ხანის დაპატიმრება უკანონოდ ცნო. პაკისტანის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი კორუფციის ბრალდებით ისლამაბადის უმაღლეს სასამართლოში ერთი კვირის წინ დააკავა. მის დაკავებას მთელი ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო აქციები და შეტაკებები მოჰყვა. მედიის ინფორმაციით, დაპირისპირებას სულ მცირე რვა ადამიანი ემსხვერპლა, ათობით კი დაშავდა. დემონსტრაციაში მონაწილეობის გამო ქვეყანაში 1 400-ზე მეტი აქტივისტი დააკავეს.