აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც არალეგალური მიგრაციისა და საზღვრის კვეთით ნარკო ვაჭრობის შეჩერებას მიზნად ისახავს. აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ კოვიდ პანდემიის დროს შემოღებული 42-ე განკარგულების მოქმედების ვადა, რომლის დროსაც არალეგალი მიგრანტების აშშ-დან გაძევება გამარტივებული წესით და მოკლე ვადაში ხდებოდა დღეს ამოიწურა. ახალ დოკუმენტს კენჭი სენატმა უნდა უყაროს, თუმცა რესპუბლიკელები ვარაუდობენ, რომ უმრავლესობაში მყოფი დემოკრატები მას მხარს არ დაუჭერენ.