„ქართული ოცნების“ მხრიდან ევროპის სოციალისტურ პარტიასთან თანამშრომლობის შეწყვეტის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება პოლიტიკურ სპექტრში განხილვის საგანია. ხელისუფლების ოპონენტები მმართველი გუნდის იზოლაციაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ ქართულ ოცნებას ევროპაში პარტნიორი აღარ ჰყავს. გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობაზე საუბრობენ ქართული ოცნების წარმომადგენლები.