ვოლოდიმირ ზელენსკი ტრადიციულ ვიდეომიმართვას ავრცელებს. უკრაინის პრეზიდენტი მიმართვაში, ხორტიციას, ტავრიისა და ოდესის ჯარების ოპერატიულ და სტრატეგიულ ჯგუფებს ქვეყნის ღირსეული დაცვისათვის მადლობა უხდის. პრეზიდენტმა, ასევე, მტრის წინააღმდეგ ბრძოლაში, 63-ე ცალკეული მექანიზებული ბრიგადის საარტილერიო ეკიპაჟების ნაყოფიერ მოქმედებებსაც გაუსვა ხაზი. მანვე ქვეყნის გვარდიას გაწეული სამსახურისათვის მადლობა გადაუხადა.