სასტუმრო "მუზეუმში", ექიმების მონაწილეობით კულინარიული შეჯიბრი CHEF-მკურნალი გაიმართა. ღონისძიება ჟურნალ „მკურნალისა“ და „გემრიელიას“ ორგანიზებით ჩატარდა.კულინარიულ შეჯიბრს სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები და პარტნიორები ესწრებოდნენ. ორ-ორი ექიმისგან დაკომპლექტებული მედიკოსების ხუთი გუნდი ერთმანეთს კერძების მომზადებაში შეეჯიბრა, რისთვისაც მათ ნახევარი საათი ჰქონდათ გამოყოფილი.
კულინარიული შეჯიბრის ყველა მონაწილე პარტნიორი კომპანიებისგან დასაჩუქრდა. ხოლო, გამარჯვებული გუნდის თითოეული წევრი დუბაიში ორკაციანი საგზურით დაჯილდოვდა.