გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის აშშ-ში ვიზიტი გრძელდება. ოთარ შამუგია USAID-ის ადმინისტრატორის მოადგილეს ელიზაბეტ მაკკიის შეხვდა და მრავალწლიან წარმატებული თანამშრომლობაზე ესაუბრა. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ბიოწარმოების ხელშეწყობის პროგრამებზე, ფერმერების მხარდაჭერაზე თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის, ბუნებრივი რესურსების რაციონალურ გამოყენებისა და მართვის მიმართულებებით; ასევე, ეკოტურიზმში ინვესტიციების განხორციელების მნიშვნელობაზე.