ევროპის ჩემპიონატზე ხელბურთელთა ნაკრების მეტოქეები ცნობილია - Palitra News

ევროპის ჩემპიონატზე ხელბურთელთა ნაკრების მეტოქეები ცნობილია

2023-05-12 10:06:02+04:00

2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს ხელბურთელთა ნაკრების მეტოქეები ცნობილია. გუშინ, გერმანიის ქალაქ მანჰეიმში ტურნირის კენჭისყრა გაიმართა, სადაც ჩვენი გუნდის მეტოქეები და კალენდარი გაირკვა.ტიტე კალანდაძის გუნდი E ჯგუფში იასპარეზებს, სადაც ასევე იქნებიან შვედეთის, ნიდერლანდებისა და ბოსნია-ჰერცეგოვინას ნაკრებები.

საქართველოს ნაკრები პირველ შეხვედრას 11 იანვარს, ნიდერლანდებთან გამართავს. 13 იანვარს ქართველი ხელბურთელები შვედეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდებიან, ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრას კი 15 იანვარს, ბოსნია-ჰერცეგოვინასთან გამართავენ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებმა ევროპირველობაზე ასპარეზობის უფლება 30 აპრილს, უნგრეთის ნაკრებთან სენსაციური გამარჯვების შედეგად მოიპოვა.