სასამართლომ ჟურნალისტი ლაშა ნაკაიძე დამნაშავედ ცნო და მას 1 წლით პატიმრობა შეუფარდა, თუმცა, პროკურატურა გადაწყვეტილებას ასაჩუვრებს. უწყების ცნობით, გაასაჩივრებენ ნაკაიძის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილ ნაწილობრივ გამამართლებელ გადაწყვეტილებას, ოჯახის წევრის გაუპატიურების და პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება, შენახვა და გავრცელების ფაქტებზე.