„საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებები შევიდა. კანონპროექტში შეტანილი ერთ-ერთი ცვლილების თანახმად, რაიონული ან სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის ვაკანტურ თანამდებობაზე პირის განწესების წესი იცვლება. გარდა ამისა , ცვლილებები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევასაც ეხება. კონკრეტულად რა ცვლილებები შევიდა სასამართლოს შესახებ კანონპროექტში და რა შეფასებები კეთდება პოლიტიკურ სპექტრში.