IRI და NDI დიდ როლს თამაშობენ საქართველოს დემოკრატიულ განვითარებაში წლების განმავლობაში და შეერთებული შტატები ამაყია იმით, რომ მხარს უჭერს მათ, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა. მისი თქმით, “საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი” და „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი“ ხელს უწყობენ ახალგაზრდებს, რომლებსაც ქვეყნის მომავლის განვითარებაში წვლილის შეტანა სურთ.