ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებას, რუსეთ-საქართველოს შორის გაუქმდეს სავიზო რეჟიმი და პირდაპირი ფრენები აღდგეს, საერთაშორისო პარტნიორები ეხმაურებიან. ევროკავშირის ვიცე პრეზიდენტის პრესპიკერის განმარტებით, საქართველო რუსეთის მისამართით, საავაციო სანქციებს უნდა შეუერთდეს. თავად აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ამ გადაყვეტილებით შეშფოთებულია და არ გამორიცხავს ავიაკომპანიებისთვის სანქციების დაწესებას. ამ გზავნილებს იზიარებენ ქართულ ოპოზიციურ სპექტრში. პარალელურად, მმართველი პარტიისთვის მსგავსი შინაარსის განცხადებები მიუღებელია.